ENG

სიახლეები

„ქართველური და შუმერული ენობრივი მსგავსებანი“ ინგლისურ ენაზე

06.11.2011

გამოვიდა ანა მესხის მონოგრაფიის „ქართველური და შუმერული ენობრივი მსგავსებანი“ (თბილისი, 2009) ინგლისურენოვანი ვარიანტი (მწიგნობარი, თბილისი, 2011). ნაშრომი არ წარმოადგენს დედნის ზუსტ თარგმანს; იგი მისი ოდნავ შევსებული ვარიატია, რომელშიც  უნებლიე შეცდობემი გასწორდა და მცირეოდენი ახალი მასალაც დაემატა. მცირე ტირაჟის გამო (100 ეგზემპლარი), წიგნის შეძენის მსურველები დაუკავშირდით ავტორს ameskhi@kartvelian.org

ტუტანხამონის წარმომავლობა

28.10.2011

უკანასკნელ ხანებში დასავლეთის პრესასა თუ ინტერნეტ სივრცეში ფართოდ მიმოიხილება ტუტანხამონის წარმომავლობასთან დაკავშირებული, აქამდე სრულიად უცნობი ასპექტები. კერძოდ, განიხილება ფარაონის კავკასიური წარმომავლობაც, რასაც ადასტურებს და აზუსტებს კიდეც ჩვენ მიერ ჩატარებული ლინგვისტური და კულტუროლოგიური კვლევა. იხილე დაწვრილებით

ანა მესხის „ქართველურ-შუმერულ-ეგვიპტური ლინგვოკულტუროლოგია“

28.10.2011

2011 წლის ივლისში გამოვიდა ანა მესხის „ქართველურ-შუმერულ-ეგვიპტური ლინგვოკულტუროლოგია“ (მწიგნობარი, თბილისი, 2011). მასში წარმოდგენილია შუმერული და ეგვიპტური ღვთაებრივი და სამეფო ონომასტიკის, სიმბოლიკისა და რელიგიური მრწამსის საყრდენი ფორმულების ღრმა ანალიზი. შესწავლილი ერთეულები, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე მართავდნენ ძველ მსოფლიოს, საკუთარ საიდუმლოებას მხოლოდ ქართველური ენებისა და კულტურის მეშვეობით ააშკარავებენ. წიგნი შეიცავს 580  გვერდს, 16 ფერად და 51 შავ-თეთრ ილუსტრაციას, 95 ცხრილს, 14 ფოტოსა და 12 ნახატს.  

წიგნის შეძენა შესაძლებელია შემდეგი წიგნის მაღაზიებში: სამშობლო (ყაზბეგის 14), ლატერნა (რუსთაველის 16), ლიგამუსი (ჭავჭავაძის 32), წიგნის სახლი (პეკინის 31), პარნასი (ჭავჭავაძის 22), ბიბლოსის ქსელი.

ანა მესხის "ქართველური და შუმერული ენობრივი მსგავსებანი"

28.10.2011

2009 წელს გამოვიდა ანა მესხის "ქართველური და შუმერული ენობრივი მსგავსებანი". ავტორი წარმოადგენს იდენტური ქართველურ-შუმერული წყვილების ღრმა შედარებით ანალიზს და მიდის დასკვნამდე, რომ ქრონოლოგიურად ქართველური მასალა წინ უსწრებს შუმერულს და, ამიტომ, იგი შესადარებელი ენის ფუნქციას იძენს.

წიგნის შეძენა შესაძლებელია შემდეგ წიგნის მაღაზიებში: სამშობლო (ყაზბეგის 14), ლატერნა (რუსთაველის 16), ლიგამუსი (ჭავჭავაძის 32), წიგნის სახლი (პეკინის 31), პარნასი (ჭავჭავაძის 22), ბიბლოსის ქსელი.