GEO

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული
დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად,
რათა ყოველსა ენასა
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაჲ
მძინარე არს დღესამომდე,
და სახარებასა შინა ამას ენასა
ლაზარე ჰრქჳან.

და ახალმან ნინო მოაქცია
და ჰელენე დედოფალმან.
ესე არიან ორნი დანი,
ვითარცა მარიამ და მართაჲ.

და მეგობრობაჲ
ამისთჳს თქუა [მახარებელმან],
რამეთუ ყოველი საიდუმლოჲ
ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი
ამისთჳს თქუა დავით წინაისწარმეტყუელმან,
რამეთუ: "წელი ათასი -
ვითარცა ერთი დღეჲ".

და სახარებასა შინა ქართულსა, ხოლო, თავსა მათეჲსსა,
წილი ზის, რომელი ასოჲ არს,
და იტყჳს ყოვლად
ოთხ ათასსა მარაგსა, -

და ესე არს ოთხი დღეჲ
და ოთხისა დღისა მკუდარი,
ამისთჳს მისთანავე დაფლული
სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაჲთა.

და ესე ენაჲ
შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა,
მდაბალი და დაწუნებული _
მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა.

და სასწაულად ესე აქვს:
ას ოთხი წელი
უმეტეჲს სხუათა ენათა
ქრისტეის მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს,
მოწამებ წარმოგითხარ,
ას-ოთხი ესე წელი
და წილი ანბანისაჲ.

ძველი ქართული პოეზია V-XII ს.ს.,
ტომი I,
"ნაკადული", თბილისი, 1979 წ.
გვ. 72-73.


French